სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 502 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 26-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 15 722-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 268 672 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 246 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 466 ადამიანი გარდაიცვალა.