ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ცესკოს წინასწარი მონაცემებით 3%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა: “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ” გახარია – საქართველოსთვის”, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. მონაცემების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამავე პარტიების დეპუტატებისგან შედგება.
რომელი პარტიის რამდენი დეპუტატი შევა საკრებულოში:
“ევროპული საქართველო” – 1 დეპუტატი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 1 დეპუტატი
“გახარია – საქართველოსთვის” – 1 დეპუტატი
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 27 დეპუტატი
პარტიული სიების მიხედვით, ნინოწმინდის საკრებულოში შედიან შემდეგი კანდიდატები:
“ევროპული საქართველო” – არმენ პოდოგლიანი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – თაგუი ვარდანიანი
„გახარია – საქართველოსთვის“ – ნარინე გინოსიანი
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – ვაჰან აროიანი, გარუშ არზუმანიანი, ნვარდ ღუკასიანი, მაქსიმ პოდოსიანი, გიორგი ზმოიანი, ამალია მგდესიანი, დავით დურგარიანი, არარატ ეგნატოსიანი, ასტგიკ ალვანჯიანი, არამ ბაღდასარიანი, არტინნეაზდ ტონოიანი, ვოსკან ელოიანი, სედა დარბინიანი, თამაზ ბერიძე, ჰარუთუნ ჰოვანისიანი. ბოლო 17 ადამიანს საკრებულოში შესვლა “ქართული ოცნების” პროპორციული სიებიდან შეუძლია.
პარტია „ქართული ოცნების“ კიდევ 10 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით 10 ოლქში აირჩევა:
ვაღინაკ არზუმანიანი, გიორგი ჩაპანიანი, გრიგორი შამილიანი, გევორქ ისოიანი, შირაზ ხოდიკიანი, არნაკ ახვერდიანი, სერგეი ადუმიანი, ასკანაზ მარკოსიანი, სამველ დარბინიანი, ვალერიკ ბეზოიანი.
მასალაში დეპუტატების სახელები საქართველოს ცესკოში რეგისტრირებული პარტიების სიების მიხედვითაა მოცემული. პარტიებს გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლიათ თუ კანდიდატები უარს იტყვიან, ხოლო ისინი იგივე სქესის კანდიდატით ჩანაცვლდებიან.