ცესკოს მონაცემებით, 17.00 საათზე, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში 41.35% შეადგინა.  საკუთარი არჩევანი სულ 1 446 218 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

სამცხე-ჯავახეთში აქტივობამ 45,9% შეადგინა, ანუ 65 657 ამომრჩეველმა მისცა ხმა.  ამასთან, ახალქალაქის N40 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 39,6%, ხმა მისცა 14 593 მოქალაქემ.

N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში, აქტივობამ შეადგინა 45,6%, ანუ 9 278 ამომრჩეველმა მისცა ხმა.