პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ხმა მისცა N40 საარჩევნო უბანზე 12:00 საათზე. მან გააკეთა არჩევანი “საქართველოსა და ჯავახეთისთვის, მომავლისთვის”.
“იმისთვის, რომ ჩვენი შვილები თავიანთ ქვეყანაში იყვნენ თანაბარუფლებიანი მოქალაქეები. რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. რომ ეს ოლიგარქიული რეჟიმი წავიდეს, კანონმა იმუშაოს”, – თქვა მან.
კითხვაზე, თუ როგორ ტარდება არჩევნები, განაცხადა:
“არჩევნები ტარდება, როგორც ყოველთვის, სპეც.სამსახურების, ადმინისტრაციული რესურსის, მოსახლეობის შეშინების გზით. მათ სურთ თავიანთის გატანა”.
შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამ გავლენა მოახდინა ჯავახეთში ამომრჩევლის განწყობაზე, რის შედეგადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოსალოდნელზე ნაკლები ხმა მიიღო.
კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს სააკაშვილის ფაქტორი ამ არჩევნებზე, მერობის კანდიდატმა თქვა, რომ დადებითად იმოქმედებს.