სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 772 შემთხვევა გამოვლინდა, 425 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 13 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 4 988 ტესტი ჩატარდა.
28 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 259 779 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 240 730 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 277 ადამიანი გარდაიცვალა. 1 205-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.