საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი.
ამასთან, stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 378, „პისიარ“ ტესტით – 13 154.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,2%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 591 766 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 556 810 გამოჯანმრთელდა, 8 446 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია 19 148.
კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 626 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 276 პირი.
ამასთან, 16 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.