შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, პაკისტანის, იორდანიის, სომხეთის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, სუდანის, უგანდის, ფილიპინების, ჩინეთის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 91 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3700-ზე მეტი პირი. – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.