შიდა ქართლში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ღონისძიებას ერთდროულად გორის რამდენიმე უბანში და ასევე რეგიონის სხვა ლოკაციებზე ატარებენ.

„ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავების საფუძველი, სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებაა.