სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 657 შემთხვევა გამოვლინდა, 416 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 067 ტესტი ჩატარდა.
14 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 249 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 233 521 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 034 ადამიანი გარდაიცვალა. 1 180-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.