საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 624 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 740, „პისიარ“ ტესტით – 6 884.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო შვიდი დღის – 7,63%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 567 922 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 523 669 გამოჯანმრთელდა, 7 917 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია 24 262.
კარანტინის რეჟიმშია 97, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 152 პირი.
ამასთან, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი, გარდაიცვალა 61 ადამიანი.