სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 488 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 16-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
3 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 713-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 243 981 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 228 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 892 ადამიანი გარდაიცვალა.