სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 716-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 235 675 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 223 227 ადამიანი. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში 7 732 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.