ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან იტყობინებიან, რომ ხიდი, რომელიც ქალაქის ძირითად ნაწილს ჯივანის მიკრორაიონთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აერთიანებს, ერთი თვით კაპიტალური რემონტისთვის დაიხურება. სამარშრუტო ტაქსები მოსახლეობის გადასაყვანად “გოროდოკთან” შეიკრიბნენ.

ხიდის რემონტი, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო. თუმცა, სამშენებლო კომპანიამ საფარის შესაცვლელად სტრუქტურები ცოტა ხნის წინ მიიღო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის კომპანია შპს “გაბიონი 2000” ახორციელებს. კომპანიის ინჟინერ-მენეჯერმა მერაბ სულმანიძემ ივნისში განაცხადა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები 3 თვეს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ თვენახევარში დასრულდება. ხიდზე ხის საფარი რკინის საფარით შეიცვლება. რემონტის დაწყებისას გისოსები და ხიდის საძირკველი მოიხატა.