ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემია უარესდება, ამიტომ ხელისუფლებამ გასართობი საქმიანობის შეზღუდვაზე ფიქრი დაიწყო.

”მესმის, რომ ახლა ზაფხულია, კურორტები გაიხსნა და გასართობი ღონისძიებები იმართება. თუმცა, ამ დროს ადამიანს არ აქვს ნიღბის ტარებისა და დისტანციის შენარჩუნების განწყობა. კიდევ ერთხელ მოგვიწევს მუშაობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი“.

გაბუნიას განცხადებით კორონავირუსის ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს.