სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 103 შემთხვევა გამოვლინდა, 82 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 452 ტესტი ჩატარდა.
24 ივნისის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 533 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 312 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 505 ადამიანი გარდაიცვალა. 1 096 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.