სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 ივნისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, რესპუბლიკაში 70 უბანზე ხმები დათვლილად გამოაცხადა.
როგორც ცესკოს პრესსამსახური გვაცნობებს, ხმების ხელახლა დათვლა განხორციელდება საჩივრებისა და მიმართვების საფუძველზე, ოთხშაბათს, 23 ივნისს. არჩევნების დღეს რესპუბლიკაში სულ 2 008 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ამასთანავე, ბლოკმა – «სომხეთი», რომელსაც სომხეთის ექსპრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი უდგას სათავეში, ცსკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, კომისიის წინაშე მიღებული გადაწყვეტილების არასამართლიანად ცნობისა და მმართველი პარტია «სამოქალაქო ხელშეკრულებისთვის»
მანამდე ცესკომ უარყო ბლოკის – «სომხეთი» საჩივარი «სამოქალაქო ხელშეკრულების» პარტიისთვის გაფრთხილების მიცემის მოთხოვნაზე, რომელიც, ქოჩარიანის წარმომადგენელთა მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდში იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, მის სააგიტაციო კამპანიებში პოლიციელები და სამსახურეობრივი ავტომობილები იყო გამოყენებული.
გასულ კვირას სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობამ სიების შემადგენლობის 49,4% შეადგინა.
ცესკოს ყველა ბიულეტენის დათვლის წინასწარი შედეგებით, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პარტიამ გაიმარჯვა და 53,92% მოიპოვა. ქოჩარიანის ბლოკმა ხმების 21,04% მიიღო.
ბლოკმა «მაქვს პატივი», რომელიც ფორმირებულია სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიისა და პარტია «სამშობლოს» მიერ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის მიერ, ხმების 5,23% მოიპოვა.