ომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ივნისის მდგომარეობით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 760 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 000 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 215 655 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 491 შეადგენს.