ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრა 11.00 საათზე დაიწყება.