საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი დარტყმა განიცადა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2020-2021 წლებში ბიუჯეტს პანდემია ჯამში 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა.
„ბიუჯეტმა ბუნებრივია, საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რომლის მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, მაგრამ გაგვეყვანა პოსტპანდემიურ პერიოდში. გადასახადების დანაკლისმა შეადგინა 1.9 მლრდ ლარი, ჯანდაცვის ხარჯები გაიზარდა 0.9 მლრდ ლარით, ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა შეადგინა სამი მლრდ ლარი, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მლრდ ლარი. ჯამში, 2020-2021 წლებში ბიუჯეტს პანდემია დაუჯდა 7.2 მლრდ ლარი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.