საქართველოს მებაჟეებმა თურქეთიდან ქვეყანაში 20,2 ტონაზე მეტი გაყინული ქათმის ხორცის შემოტანა შეაჩერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლებმა დარღვევა სარფის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე კონტროლისას გამოავლინეს.
ტვირთის დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის შესაფუთი ეტიკეტის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება მწარმოებლის მონაცემებს. ამის გამო, მითითებულმა ტვირთმა შემოწმება ვერ გაიარა.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მითითებული ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს.