3 ნოემბერს გაიმართება 27-ე ტურის მატჩი, რომელშიც ახალქალაქის საფეხბურთო გუნდი „აბული“ ტყიბულის „მეშახტე-2“-ს შეხვდება. თამაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაში გაიმართება. მატჩის დასაწყისი — 14:00 საათია.
საფეხბურთო გუნდი „აბული“ ჩატარებული 26 მატჩის შედეგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილიდან მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა და 47 ქულა აქვს მოპოვებული. გუნდის აქტივშია 15 გამარჯვება და 2 ფრე, ხოლო 9 მატჩი მარცხით დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში „აბულის“ ფეხბურთელებმა 65 გოლი გაიტანეს და 50 გაუშვეს.