სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 227 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ექვსით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 2 655 ტესტი ჩატარდა.
31 მაისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 942 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 670 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 213 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 4 438 შეადგენს.