საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 407 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 300 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 238, „პისიარ“ ტესტით – 11 062.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,86%, ბოლო 14 დღის – 3,46%, ბოლო 7 დღის – 2,85%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 343 603 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 326 423 გამოჯანმრთელდა, 4 757 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 138 151 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 484.
კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 815 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 661 პირი.
ამასთან, 29 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 590 პაციენტი.