საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 598 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 „პისიარ“ ტესტით – 4 503.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის – 4,19%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 337 961 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 319 956 გამოჯანმრთელდა, 4 639 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 113 000 ადამიანი, დღიურად აცრილია – 798.
კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 161 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 667 პირი.
ამასთან, 23 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 530 პაციენტი.