სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 4 138 ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის სომხეთში 5 586 კოვიდინციდირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 210 835 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 386 ადამიანი.