დღეს, 17 მაისს, თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ გალაჩიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის განრიგში შეტანილი ორმხრივი ინტერესის საკითხების ფართო წრე განიხილეს. მათ სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე მოსაზრებები გაცვალეს. ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოებასა და სტაბილურობის უზრუნველყოგასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეების აზრით, მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და საკითხების ამ ფორმატში განხილვა.