სომხეთში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 220 860-ს მიაღწია.
ეპიდემიის შედეგად 4323 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 9 გასული 24 საათის განმავლობაში.
ვირუსით ინფიცირებული კიდევ ორი ადამიანი სხვა თანხმლები დაავადების შედეგად დაიღუპა.
დღეისთვის მკურნალობას განაგრძობს შვიდი ათასზე მეტი პაციენტი.