დღეს, 5 მაისს, ასპინძის ხის სანერგედან ახალქალაქში ერთი მეტრის სიგრძის ნერგები ჩამოიტანეს, რაც სანერგესა და კომპანია „აისს” შორის მოლაპარაკებით იყო გათვალისწინებული. ეს კომპანია ახალქალაქში ჰიდროელექტროსადგურს აშენებს და პროექტის სოციალური და გარემოსდაცვითი პროგრამების ფარგლებში ქალაქის მერიას სხვადასხვა სახეობის 250 ნერგი გადასცა.
22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღეს, ახალქალაქში ხეების დარგვის აქცია გაიმართა. კომპანია “აისმა”, რომელიც ჰიდროელექტროსადგურებს “ახალქალაქი -1”-ს და “ახალქალაქი -2″-ს აშენებს, მუნიციპალიტეტს 250 ნერგი, ნაძვი, ტუა და ფიჭვი, გადასცა. თუმცა, ნაძვის 20 ნერგი უკან დააბრუნეს, რადგან კონტრაქტით გათვალისწინებულზე პატარა იყო. ახალქალაქში ჩამოტანილი ნერგები 20 სანტიმეტრის სიგრძის იყო, მაგრამ 1 მეტრი სიგრძის უნდა ყოფილიყო.
დღეს, 5 მაისს, ასპინძის ხის სანერგეს წარმომადგენლებმა, 20 ნერგის ნაცვლად, ნაძვის 21 ნერგი ჩამოიტანეს. აქედან 17 ახაქალაქის ” ხას ბაჩხჩას” პარკში და ორი სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში დარგეს. ასევე თითო ნაძვი ქალაქის №2 და №3 საბავშვო ბაღების ეზოებში დაირგო.
ახალქალაქში ხეება რგავენ (Live)