მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 130 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 130 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.4 მილიონია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – თურქეთია.