საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 222 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 888 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 974, პისიარტესტით – 16 914.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,96%, ბოლო 7 დღის – 4,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 303 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 285 971 გამოჯანმრთელდა, 4 025 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 37 590 პირი, დღიურად აცრილია – 1 533.
კარანტინის რეჟიმშია 222, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 582 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 717 პირი.
ამასთან, 24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 463 პაციენტი.