დუმილი, როგორც მოწოდება, ზუსტად ეს გზა აირჩიეს ახალქალაქის სამი ორგანიზაციის ახალგაზრდებმა მსოფლიოსთვის მიმართვისთვის, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომხების “წმენდას” გენოციდად არ აღიარებს.

f1

ზორის ზორიანის სახელობის ახალგაზრდული ასოციაციის მოსწავლეები, არტურ გარიბიანის სახელობის ახალგაზრდული ასოციაციისა და ახალქალაქის კულტურისა და საგანმანათლებლო ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა დღეს ფლეშმობი მოაწყვეს. ბავშვები იდგნენ პლაკატებით, რომელებზეც იმ  ქალაქების სახელები ეწერა, სადაც სომხები ცხოვრობდნენ გენოციდამდე და საიდანაც დარბევების დროს გაიქცნენ, სასტიკად მოკლეს მოხუცები, ბავშვები, ქალები, კაცები. ფლეშმობმა ბრწყინვალე სომეხი კომპოზიტორის,  კომიტასის მუსიკის ფონზე ჩაიარა. კომპოზიტორი შეესწრო ამ მოვლენებს და საბოლოოდ ნანახის გამო, ჭკიუდან გადავიდა.

 

f2

ამრიგად, სიჩუმით და კომიტასის მუსიკით  ბავშვებმა მოუწოდეს მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც დღემდე უარს ამბობენ სომხეთის გენოციდის აღიარებაზე, აღიარონ!