17 აპრილს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ქუთაისში Pfizer ვაქცინის პირველი დოზით აიცრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაიოზ ლომსაძე.
69 წლის გაიოზ ლომსაძე თავს კარგად გრძნობს. ის და მისი ოჯახის წევრები სახლში ბრუნდებიან.
ლომსაძეს სურდა Pfizer–ზე დარეგისტრირება, მაგრამ ახალქალაქს ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა, ერთადერთი ვაკანტური ადგილი ქუთაისში იყო, ამიტომ აირჩია ეს კლინიკა.
ლომსაძის თქმით, ის თავიდან ღელავდა, ახლა კი მშვიდი და ბედნიერია თავისი გადაწყვეტილებით.
”15 წუთი მეკითხებოდნენ და შეავსეს კითხვარი ჩემი დაავადებების და ჯანმრთელობის შესახებ. ვაქცინაციის შემდეგ 45 წუთი გავატარე კაბინეტში. შემდეგ ნება დამრთეს სახლში დავბრუნებულიყავი”,- ჰყვება გაიოზ ლომსაძემ Jnews- თან ინტერვიუში.
მას უთხრეს, რომ 95%-ით კორონავირუსისგან დაცულია. თუ მოულოდნელად დაინფიცირდება, ის ადვილად გადაიტანს დაავადებას.
უნდა აღინიშნოს, რომ გაიოზ ლომსაძემ 2020 წლის შემოდგომით კორონავირუსი საკმაოდ რთულად გადაიტანა, ის კოვიდის კლინიკაში მკურნალობდა.