Jnews–ში ზარი ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩიდან შემოვიდა. ქუჩაზე წყალმომარაგება დაზიანდა, რის შედეგადაც მთელი ქუჩა წყლით დაიტბორა. Jnews-ი მივიდა და უკვე ადგილზე გაარკვია, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითობა წყალმომარაგების სისტემასთან, არამედ მოსახლეობა თვითონ რწყავს ქუჩას მტვრისგან თავის დასაცავად.
ჯავახეთის ქუჩა ერთ წელზე მეტია სავალალო მდგომარეობაშია. გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დიდი ორმოები წარმოიქმნა. სამუშაოები ჩატარების შემდეგ ქუჩაში მუდმივი მტვერია. მოსახლეობა ქუჩებს რწყავს, რომ როგორმე თავიდან აიცილოს მტვერი, ხოლო მძღოლები უჩივიან, რომ მანქანები ბინძურდება.
”წყალს ვასხამთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ, ხოლო მძღოლებს მანქანები უბინძურდებათ. მთელი ზამთარი ქვიშით ავსებდნენ, მაგრამ ზაფხულში არ ასუფთავებენ. როგორ შეიძლება ასე ცხოვრება?” – ამბობენ ჯავახეთის ქუჩაზე მცხოვრებლები.
კითხვაზე, ნამდვილად მივიდნენ თუ არა მერიაში პრობლემის გადასაჭრელად, მათ გვიპასუხეს:
”განცხადების წერით ვერასდროს ვაღწევთ შედეგს, რა აზრი აქვს მორიგ მიმართვას? მოგვიწევს რიგში ვიდგეთ ორი ან სამი დღის განმავლობაში. ჩვენ პრობლემის გადაჭრის გზა ვიპოვეთ – ქუჩაზე წყალი მივუშვით და მტვერიც აღარ არის. სხვა გზა არ გვქონდა. ჩვენ უკან არ დავიხევთ, მოვრწყავთ, სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი ”, – ამბობს სამველ ირიციანი, ჯავახეთის ქუჩის მცხოვრები.
ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ მათ არ სურთ, რომ მორწყან, პასუხისმგებელმა ორგანოებმა დღეში ორჯერ მაინც უნდა მიუშვან წყალი.
ქუჩასთან არის სასურსათო მაღაზია. მაღაზიის კარები და ფანჯრები მრავალშრიანია, მაგრამ მაინც ვერ აცილებენ მტვერს, ის დღეში რამდენჯერმე იწმინდება.
ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.
”როგორც ბევრჯერ ითქვა, ჯავახეთის ქუჩა ეროვნული მნიშვნელობის გზაა. ამ გზის გარემონტება გასულ წელს დავიწყეთ და ე.წ. ”კორხის ხიდამდე” მივაღწიეთ. მე ვესაუბრე გუბერნატორს და ვუთხარი, რომ გზის მშენებლობა გაგრძელდება არა “კორხის ხიდიდან”, არამედ “ვსტრეჩას” მონაკვეთის მხარეს, სადაც ჯავახეთის ქუჩაც შედის. მართალია, გარკვეული დროით ქუჩა ბინძური იქნება, მაგრამ შედეგი ყველას დააკმაყოფილებს ”, – ამბობს მერი.
აღსანიშნავია, რომ ამ გზის მშენებლობა დასრულებულია 2021 წლის სექტემბერში.
ახალციხე-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყეს. საერთო ჯამში გარემონტდება მდინარე კორხის წყლის ხიდიდან დაახლოებით 7 კმ-ის სიგრძის გზა. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქი გზის (კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 6 638 460 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1”-მა 5 744 000 ლარით მოიგო.