სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 760 შემთხვევა გამოვლინდა, 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 13 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ცხრის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 470 ტესტი ჩატარდა.
3 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 197 873 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 177 601 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 627 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 932 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.