სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 12 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 184 219 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთში დღემდე ვირუსს 3 360 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 168 721-ია.