ფონდ «ჯავახკი სომხების გვერდით» წარმომადგნლებმა სასწრაფო დახმარების მანქანით 80 წლის ხაჩატურ მარტიროსიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოხუცი მარნეულის აზერბაიჯანულ სოფელში მარტო ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფონდ «ჯავახკი სომხების გვერდით» წარმომადგენლები 80 წლის ხაჩიკს ესტუმრნენ, რომელიც ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ის წაიქცა და ზურგი დაიზიანა. მოხუცის თქმით, ის უკვე 4-5 თვეა ლოგინად არის ჩავარდნილი.
მარნეულში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცს ზრუნვა ესაჭიროება
ფონდის Facebook-გვერდის პირდაპირი ეთერიდან ჩანს, რომ ხაჩატურ მარტიროსიანის ბინა სუფთაა, ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს, ხოლო მოცუხი მოვლილი და წვერგაპარსულია.
ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.