სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 748 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 176 286 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 239 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 165 441-ია.