დღეს, 24 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის ბორჯომში მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 329 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
ადიგენი-0;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-1 და
ნინოწმინდა-0:
საერთო ჯამში, რეგიონში 124 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 11 პირი;
2. ასპინძა – 9 პირი;
3. ახალციხე – 15 პირი;
4. ახალქალაქი – 14 პირი;
5. ბორჯომის – 75 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 19 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 610 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 15 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 125 ნიმუშის პასუხს ელოდებიან