სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4445 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 945 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3175 ადამიანი.