დანიშნულია ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის ახალი მოადგილე ანდრანიკ პეტროსიანი. ინფორმაცია საქართველოს შსს-ში დაადასტურეს. მან აკოპ მარაბიანი ჩაანაცვლა, რომელმაც სამსახური დატოვა.
სამსახურიდან გათავისუფლებულია, ასევე, სამმართველოს უფროსი, როლანდ მელიქიძე. თუმცა, მისი სამსახურიდან გაშვება შსს-ში, არც უარყვეს, არც დაადასტურეს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის უფროსის ახალი მოადგილე ანდრანიკ პეტროსიანი პოლიციის ყოფილი უფროსის სამველ პეტროსიანის შვილია, რომელიც 4 წლის განმავლობაში (2012-2016წწ.) პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” იყო პარლამენტის დეპუტატი, ახლა კი ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატია პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, მაგრამ მან პატრიოტების ფრაქცია დატოვა, შექმნა ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება- აგრარული” და მისი წევრი გახდა.
თვითონ ანდრანიკ პეტროსიანი ახალქალაქის სამმართველოს გამომძიებელი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ასპინძის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა.