დღეს, 18 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4667 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 328 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1– ახალციხეში
0 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 133 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 27
ახალქალაქი – 13
ბორჯომი – 71
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 10
ადიგენი – 12
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 29 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 7 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 72 ნიმუშის პასუხს ელოდებიან