დღეს, 13 თებერვალს, თბილისის დროით 11:29 საათზე, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან 8კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეში მდებარობდა და მისი მაგნიტუდა იყო 4,7 (ML) მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6-7 (ML) ბალი შეადგინა.

5-6(ML) სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერევანში, 3-4(ML) სიმძლავრის ბიძგები ასევე, იგრძნობოდა არაგაცოტნის, არარატის, შირაკის, არმავირის, ვაიოც ძორის რეგიონებში.