სამველ პეტროსიანი, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სიით შევიდა, ფრაქცია დატოვა და პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნა.
სამველ პეტროსიანმა პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია ი 2020 წლის ნოემბერში დატოვა. აღნიშნულ ფრაქციაში სამი დეპუტატი იყო – ზაქარ ზაქარიანი, თავმჯდომარის მოადგილე სიმონ მანანიანი და მოადგილე – სამველ პეტროსიანი. სამველ პეტროსიანის გასვლის შემდეგ, ფრაქცია სიმონ მანანიანმაც დატოვა. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ფრაქცია დაიშალა, რადგან ფრაქციაში მინიმუმ სამი დეპუტატი უნდა იყოს.
სამველ პეტროსიანმა და სიმონ მანანიანმა “ქართული ოცნების” პარტიიდან სოფელ პტენაში შერჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ პაქსაძესთან ერთად “ქართული ოცნება- აგრარულის” სახელწოდებით ახალი ფრაქცია შექმნეს.
როგორც JNEWS-თან საუბრისას სამველ პეტროსიანმა განაცხადა, ახალი ფრაქცია შექმნის პროცესშია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში განმარტეს, რომ ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება- აგრარული” უკვე დარეგისტრირებულია. ფრაქციაში სამი დეპუტატია. ფრაქციის თავმჯდომარე ზაურ პაქსაძეა, ფრაქციის მოადგილე – სიმონ მანანიანი, მდივანი- სამველ პეტროსიანი.
ზაურ პაქსაძე აქამდე ფრაქცია “ქართული ოცნება- მრეწველებში” იყო თავმჯდომარის მოადგილე.
სამველ პეტროსიანმა JNEWS-თან საუბარში აღნიშნა, რომ მართალია ის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პარტიის მხრიდან იყო შერჩეული დეპუტატად, თუმცა აღნიშნული პარტიის წევრი არ არის.
“მე არ ვარ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, უფლება მაქვს სხვა პარტიაში შევიდე და ფრაქცია შევქმნა. ზოგადად მე “კომუნისტური პარტიის” წევრი ვიყავი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არცერთი სხვა პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ პარტია “ნაციონალური მოძრაობასთან” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან”ვთანამშრომლობდი”, – აცხადებს სამველ პეტროსიანი.
დაშლილი ფრაქციის – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეს, ზაქარ ზაქარიანს ფრაქციის დაშალას და ახალი ფრაქციის შემქნაზე კომენტარი არ გაუკეთა. ისიც გეგმავს ახალი ფრაქციის შექმნას, თუმცა დაწვრილებით საუბარზე უარი განაცხადა.