დღეს დილით, სტუდენტებს ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა უნდოდათ, მაგრამ პრობლემები შეიქმნა. მათ საზღვრის გადაკვეთა, რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. საქმე იმაშია, რომ ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტისთვის საზღვრის გადაკვეთის მსურველების სია არ გადაუციათ.

დაახლოებით 35 ადამიანს, რომელთაგან უმეტესობა სტუდენტია, 9:30-დან 12:00 საათამდე არ შეეძლოთ ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა. მესაზღვრებიისთვის გადაგზავნილ სიაში, რამდენიმე სტუდენტის სახელი იყო მითითებული.

როგორც ახალქალაქში პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული ოფისის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, შეიქმნა ტექნიკური ხასიათის პრობლემა და ამჟამად უკვე მოგვარებულია. გაირკვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი სახელები ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვები პუნქტის ნაცვლად სადახლო- ბაგრატაშენის სასაზღვრო პუნქტს გაუგზავნა. ამის შედეგად, ხალხს საათობით ლოდინი მოუხდა.

ჯავახეთის სტუდენტებს, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

სტუდენტებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და სტუდენტური ბილეთი. აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტების გადათარგმნა, ან ნოტარიული დამოწმება არ არის საჭირო. რაც შეეხებათ 16 წლამდე ბავშვებს, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, ანუ მოსწავლეებს, მათ უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობის, პასპორტის ასლი, სასწავლო დაწესებულების დოკუმენტი, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული და გადათარგმნილი, ასევე ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის პასპორტი, რომელმაც ბავშვთან ერთად უნდა გადაკვეთოს საზღვარი.

იმ პირების სიას, რომლებმაც ნებართვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს, JNEWS-ი გამოაქვეყნებს.

აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთის ნებართვა ეძლევათ სტუდენტებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც სომხეთში მიდიან სამკურნალოდ, ან საზღვარგარეთ სამუშაოდ გადიან.

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ადამიანების სიას, რომლებმაც ამჟამად საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღეს.

სტუდენტების სია, რომლებმაც საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისათვის მიიღეს ნებართვა [ნინოწმინდა. ნაწილი 1]

usanox1

usanox2.

usanox3

usanox4

usanox5

სტუდენტების სია, რომლებმაც საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისათვის მიიღეს ნებართვა [ახალქალაქი. ნაწილი 1]

სტუდენტების სია, რომლებმაც საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისათვის მიიღეს ნებართვა [ახალქალაქი. ნაწილი 2]

სტუდენტების სია, რომლებმაც საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისათვის მიიღეს ნებართვა [ახალქალაქი. ნაწილი 3]