სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 168 300 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 126 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 160 169-ია.