იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობა საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ მუშაობით ინახავს, ძირითადად რუსეთში, საქართველოში ამ მოსახლეობის ქვეყნიდან გასვლის ნებართვის საკითხი განიხილება. ამ დღეებში საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში გადასვლა შეეძლებათ, “ნინოწმინდის” გამშვები სასაზღვრო პუნქტის გავლით, ხოლო იქიდან დანიშნულების ადგილას.
ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიმართოთ, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება მიიღოთ, რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო და როგორ, JNEWS-ი შემდგომ მასალებში მოგაწვდით, როცა საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო პროცედურები დაზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, თუმცა გასვლა აღარ შეუძლიათ. საქართველოდან გასვლა-შემოსვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით თითოეული შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვის საფუძველზე. 1-ლი თებერვლიდან ეს რეგულაციები მხოლოდ საჰაერო მიმოსვლისთვის განახლდა.
სომხეთის რესპუბლიკამ სახმელეთო საზღვრები ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში გახსნა, ქვეყანაში PCR-ტესტის უარყოფითი შედეგით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს არ შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, რადგან საქართველო საკუთარ მოქალაქეებს არ უშვებდა, განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით. გადაწყდა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა განსაკუთრებულ შემთხვევად ჩათვალონ, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლა შესაძლებელი გახდება.