დღეს, 29 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4494 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 325 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
5 – ახალციხეში
1 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
2 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 255 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 66
ახალქალაქი – 5
ბორჯომი – 89
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 45
ადიგენი – 47
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 83 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 140 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 14 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 86 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.