სტუდენტები ჯავახეთიდან, რომლებიც განათლებას სომხეთში ეუფლებიან, საქართველო – სომხეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შეეძლებათ. იმისთვის, რომ სტუდენტებს დაეხმარონ, პარტია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბში სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
სტუდენტებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და სტუდენტური ბილეთი. აღვნიშნავთ, რომ დოკუმენტების გადათარგმნა და ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის. სტუდენტები პარტიის შტაბში დარეგისტრირდებიან, ხოლო შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღების შემთხვევაში, სტუდენტები ინფორმირებულები იქნებიან, სტუდენტების სია JNEWS-ის საინფორმაციო გვერდზეც განთავსდება.
საქართველო-სომხეთის საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. ამიტომ, სიაში სახელის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტმა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განცხადება უნდა შეიტანოს, რომ ტესტი გაიკეთოს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ტესტის გაკეთება უფასოა, პასუხი 72 საათშია ცნობილი.
16 წლამდე ბავშვებს, რაც შეეხებათ, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, ანუ სკოლის მოსწავლეებს, მათ უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობის, პასპორტის ასლი, სასწავლო დაწესებულების დოკუმენტი, გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული, ასევე, ერთ-ერთი მშობლის, ან მეურვის პასპორტი, რომელმაც ბავშვთან ერთად უნდა გადაკვეთოს საზღვარი.