დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზის მონაკვეთს სოფელ დილისკის ბოლოდან სოფელ პტენამდე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ეტაპზე პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერია გამოცხადებული.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკა-პტენა-ჩუნჩხა სოფლების შემაერთებელი ახალი გზა ცემენტ-ბეტონის იქნება, 5 მეტრი სიგანის და დაახლოებით 4500 მეტრი სიგრძის.
ახალქალაქის მერიამ პროექტის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი 25 იანვარს 45 000 ლარით გამოაცხადა. განაცხადის მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის, რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, გზის ნაწილი, რომელიც სოფლის შიგნით მდებარეობს, სკოლის გზაჯვარედინიდან სოფელ დილისკის ბოლომდე დაახლოებით 1200 მეტრი ცალკე პროექტით იქნება რეაბილიტირებული. დანარჩენი 4500 მეტრი სოფელ დილისკის ბოლოდან სოფელ პტენამდე ცემენტ-ბეტონის იქნება.
მისივე თქმით, სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, ანუ ასფალტირების პროექტი, სოფელ დილისკის ბოლომდე, უკვე მზად არის. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები.