საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა:, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 255 564-ს. ბოლო 24 საათში კი ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა,

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 245 527-მდე.